INSIDE THIS ISSUE:
Laszlo Slomovits
|
MEMORY From time to time, my mother enters into me, enters into my voice, my look, the way I move, and I feel she has not left; instead, she chooses to stay with me over departing to her far-off land, and I feel we continue to live in each other like the wind with a tree and its rustling leaves... ხსოვნა (Memory) დროდადრო დედაჩემი შემოდის ჩემში, ჩემს ხმაში, გამოხედვაში, მოძრაობაში, და ვგრძნობ, რომ კი არ დაბრუნდა, ჩემთან დარჩენა ამჯობინა შორეთში წასვლას, რომ ჩვენ ერთმანეთში ვაგრძელებთ არსებობას, როგორც ქარი და ხე ფოთლებმოშრიალე... SELECTION Whispering, I unravel you a secret: Hate unifies us. We carry precious stones in our eyes. We take them out from time to time, perform the ritual – through the sunlight here we see how Hate sparkles on each and every facet.We rally. The mouth is our weapon, from where the rubber words fall out – perform the ritual – fists out and ready! There we carry the precious stones taken from our eyes. We line up and carry slogans of Love – perform the ritual – if you observe us from above you’ll see many fist-like heads, each one a vertebra from an enormous spine. The spine is coiling. Whispering, I unravel you a secret: Hate is blowing like a smoke, and if you look up, the sky has disappeared and roofs of the houses and the houses themselves are longer visible. The yellow desert lies ahead. სელექცია (Selection) ჩურჩულით გიმხელ: ჩვენ გვაერთიანებს სიძულვილი! თვალებში გვიდევს ძვირფასი თვლები, რომლებიც ბუდეებიდან ამოგვაქვს – ვასრულებთ რიტუალს – მზის შუქზე გავყურებთ, როგორ ელავს ყოველ წახნაგზე სიძულვილი. ჩვენ ვირაზმებით. პირი ჩვენი იარაღია, იქიდან მოცვივა რეზინის სიტყვები – ვასრულებთ რიტუალს – მომუჭული ხელები ზემოთ, მუჭებში კი – ძვირფასი თვლები, რომლებიც ბუდეებიდან ამოვიღეთ. ჩვენ ერთად მოვდივართ სიყვარულზე ტრანსფარანტებით – ვასრულებთ რიტუალს – თუ ზემოდან დაგვაკვირდები, დაინახავ მუჭისხელა უამრავ თავს, თითოეული – გიგანტური ხერხემალის ერთი მალაა. ხერხემალი მიიკლაკნება. ჩურჩულით გიმხელ: სიძულვილი კვამლივით ასდის... და თუ ქვემოდან ამოიხედავ, ცა გამქრალია და არც სახლის სახურავები და არც სახლები აღარ ჩანან... წინ – ყვითელი უდაბნოა...
|
Ann Arbor Review | Home
| next |
previous
|
Back
to Top